პოლიციამ თელეთში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დედას – 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულზე […]