გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგით მესამე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხი განიხილეს. გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს წევრებმა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცებას, […]