კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი ექვსი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
კრწანისის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტები ოფრეთის შესახვევში, ფონიჭალა 4-ის N11 კორპუსის, წინანაურის ქუჩა N39-ის, რუსთავის გზატკეცილი N44-ის, გორგასალის ქუჩა N99ა-ს, გორგასალის ქუჩა N97 და N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნული ექვსი კედლის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 495 000 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში, ოფრეთის ქუჩაზე 45 გრძივი […]