20:00 საათისთვის თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23% შეადგინა
თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. მისი თქმით, არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებში მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 41.23%, რაც […]