კოჯორში ქვეითი ოცეულის კურსი დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ოცეულის მომზადების მე-20 კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ და სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. „სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების II ეტაპი“ ქვეითის სპეციალობით 38-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას […]