პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდის ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, სადაც ძალიან რთული დავალებები და ორიენტირები იყო მისაღწევი. ჩვენ ერთი წლის წინსწრებით შევძელით და დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი. […]