Monday, 18 May 2026
$ 2.68
3.12
£ 3.58
0.04
0.06

თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, ხუთი თვით იყო განსაზღვრული, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ვახუშტის ხიდის მდგომარეობა, ავარიულობის თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელო იყო, შესაბამისად, […]

admin21.05.2019

ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა. საქართველოს […]

admin21.05.2019

1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების  დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი  32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.  […]

admin21.05.2019

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები […]

admin20.05.2019

ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი, საერთაშორისო, სამდღიანი, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა. კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა […]

admin20.05.2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა მედიას წინასწარი შედეგები გააცნო  და აღნიშნა, რომ დეტალური მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „სამწუხაროდ, კენჭისყრის დღეს, მათ შორის, ხმების დათვლის პროცესში, იკვეთებოდა სარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენცია, რაც […]

admin20.05.2019

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აღნიშნულ ოლქში 31 საარჩევნო უბნიდან ხმები ყველა უბანზეა დათვლილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებით, იქ გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ექიმი ლადო კახაძე გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო (6 036 ხმა). მეორე ადგილზეა „ევროპული […]

admin20.05.2019

ზუგდიდში ყველა უბანი დათვლილია – მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა. ზუგდიდის ოლქის 107 საარჩევნო უბნიდან 107-ვე უბანზე ხმები დათვლილია და გიორგი შენგელიამ ამომრჩეველთა ხმების 54.18% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 42.84%.

admin20.05.2019

რიგგარეშე/შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. თამარ ჟვანიამ ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის 107 უბნიდან 74 უბნის შედეგები წარადგინა. მისი განცხადებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას ამომრჩეველთა 54.45%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, მან ცესკოს წინასწარი […]

admin20.05.2019

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 54.08% მიიღო ზუგდიდში გეგა შენგელიამ და მან პირველივე ტურში გაიმარჯვა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 54.08% მიიღო ზუგდიდში გეგა შენგელიამ და მან პირველივე ტურში გაიმარჯვა. „ზუგდიდს ოლქით დავიწყებ, სადაც დათვლილია 107-დან 88 ოლქის შედეგები, ოქმების მონაცემებია ანუ ოფიციალური მონაცემები. ამ ოქმების მონაცემებით 54.08 % ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ. მეორე, […]

admin19.05.2019