თბილისში, განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად პროექტი, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა და დედაქალაქს კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. „დღეს […]