ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას
უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული პრივატიზებით, სხვადასხვა მონაწილე კომპანიებმა 87 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება აიღეს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებას, […]