Friday, 28 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

კახა კალაძე: როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტის პირველი ფენის დაგების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. თბილისის მერის თქმით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა, დაპირებისამებრ, დათქმულ ვადაშია აღდგენილი. „16 სექტემბერს, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობას დავპირდით, […]

admin16.09.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში ახალი საბავშვო ბაღები საზეიმოდ გაიხსნა

ბაღები საზეომოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა, გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა და აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასაევმა გახსნეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა, რაც მოსახლეობას ყოფით პრობლემებს უქმნიდა. პატარებს წელს პირველად აქვთ საშუალება სკოლამდელი განათლება საკუთარ სოფლებში მიიღონ. […]

admin16.09.2019

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 9 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. წელს ლიცეუმში 124 კადეტი ჩაირიცხა, მათ შორის 25 გოგონაა. ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ კადეტებს სასწავლო წლის დაწყება და ლიცეუმის იუბილე გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა. დღესვე, სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით წარმატებული კადეტები დაჯილდოვდნენ: საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის – 17, საუკეთესო […]

admin16.09.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, რეაბილიტირებული #2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ რეაბილიტირებული #2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებული დირექტორი- შონ ქეირნქორსი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- კახა კობერიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ამერიკის მხარემ, საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა 140 მილიონი […]

admin16.09.2019

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან “პიქსელის” შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან “პიქსელის” შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა. გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა. ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის […]

admin16.09.2019

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს. სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა, რომელთა მამებიც ქვეყნიდან შორს, სამშვიდობო მისიებში იმყოფებიან, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მამის მეგობრების სიურპრიზი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა.

admin16.09.2019

გიორგი ვოლსკი: „ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“

„ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია, მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებით არის შესაძლებელი. განცხადებული […]

admin16.09.2019

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. უწმინდესმა გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

admin16.09.2019

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას – მნიშვნელოვანია, გადავერთოთ მომავალზე

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დისკუსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა, რომელმაც შეკრებილებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზანი, შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო. კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ […]

admin16.09.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ქვემო ქართლის რეგიონმა წელს პირველად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში აქტიურად მონაწილეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტი. სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თვალსაჩინო ექსპონატები იყო წარმოდგენილი. მსმენელის წინაშე ტრადიციულად წარსდგა ანსამბლი „ბეთანია“, რომელთა შემოქმედებაც გულგრილს არავის ტოვებს. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. ქვემო […]

admin16.09.2019