გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 12 საკითხი განიხილეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რაფი ორუჯოვის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი, გეგმიური სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 12 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს. მათ შორის იყო: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კომპანია „CDH Consulting Dienstleistung Handel GmbH“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კN81.07.04.216), სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრის, კვლევითი ინსტიტუტის, საცხოვრებელი ობიექტების, სასტუმროს, სავაჭრო ცენტრის და […]