დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც ფეხით გამოიარეს გზა ფერეიდნიდან საქართველომდე
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს – სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერეიდნის რეგიონიდან ისტორიულ სამშობლოში 10 სექტემბერს, წითელი ხიდის გავლით შემოვიდნენ. „ეს […]