პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი, რომელთაგან მმართველი პარტიის დეპუტატების მხარდაჭერა 14-მა მიიღო, ხოლო 5 კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, […]