Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

გიორგი გახარია აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვის შეხვედრის მთავარი თემა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სწრაფად ვითარდება ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები, ასევე – თანამშრომლობა ენერგეტიკული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში. ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე, რომელიც […]

admin11.02.2020

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების […]

admin11.02.2020

კახა კალაძე ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგებადაიწყება. „სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს […]

admin11.02.2020

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, 17.6 პროცენტით, ანუ 29 მილიონი დოლარით აღემატება. უწყების ცნობით, გასული წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს […]

admin10.02.2020

II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა და გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში სამშვიდობო მისიას ოფიციალურად შეუდგა. ქართველი მშვიდობისმყოფელები მომავალი 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და […]

admin10.02.2020

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს. მხარეებმა, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი საკითხები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და არჩევნებთან […]

admin08.02.2020

ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები, მათ შორის: ევროკავშირის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ განათლების პრიორიტეტად გამოცხადება და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფა. 2022 წლისთვის განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის […]

admin08.02.2020

მიხეილ სააკაშვილი: 1 მარტიდან მე ვხსნი შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან პირად შტაბს ხსნის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს. „მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა. „ქართული ოცნებაო“ და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა […]

admin08.02.2020

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს კელი დეგნანს ბიზნესცენტრში უმასპინძლა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

admin07.02.2020

როგორ აქცია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლა მისმა დირექტორმა ვართუი სარკსიანმა თანამედროვე სასწავლო დაწესებულებად

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანმა მიმდინარე წლის ნოემბერში პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მანამდე კი მან, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულები მიიღო და 2020 წლის 15 იანვირდან უფროსი მასწავლებელი გახდა. ვართუი სარკსიანმა „ბიზნესკონტინენტთან“ საუბრისას ის რთული პერიოდი გაიხსენა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფელში სკოლა დანგრევის პირას აღმოჩნდა და […]

admin07.02.2020