შალვა კიკნაველიძე: ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მუდმივად უნდა მიისწრაფოდეს სტანდარტის შემდგომი გაუმჯობესებისკენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე ერთ-ერთ წინა სხდომაზე განხილული სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თემას შეეხო. „სახალხო დამცველი მოვიდა სპეციალური ანგარიშით კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ასევე სპეციალური ანგარიში წარმოადგინა იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტმა ორივე მხარის მოსაზრებები მოისმინა. პენიტენციურ სისტემაში არ იკვეთება სისტემური ხასიათის დარღვევები, […]