სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს მიმართა: „გამარჯვებაა ის, რომ დღეს მე იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენს წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი “
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა. “25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. […]