Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

საქართველოში მოქმედმა ჩინურმა კომპანიებმა კორონავირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ. კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში. „დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან თუ […]

admin24.02.2020

ფინანსთა მინისტრმა უარი განაცხადა პარლამენტში მისვლაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას აცნობა. „უნდა გაცნობოთ, რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა მოვიდეს […]

admin24.02.2020

განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს […]

admin24.02.2020

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს […]

admin24.02.2020

ნაფეტვრების და ლისი-მუხათწყაროს 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისიდან ნაფეტვრებთან მისასვლელი 4.6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. პროექტს, რომლის ბიუჯეტი 13 მლნ ლარამდეა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს, სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, 21 კმ-იანი გზა, რომელიც აკავშირებს ლისს, მუხათწყაროს, ქვემო წყლულეთსა და […]

admin23.02.2020

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. თავდაცვის მინისტრი ლეგიონის წევრებს გაესაუბრა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სამხედრო ბაზებზე მიმდინარე […]

admin23.02.2020

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ასევე, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა. ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის “კრწანისის” ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო შენდება, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია […]

admin21.02.2020

საქართველოს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში ახალი ელჩები ყავს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა; საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა. სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. სოფიო ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა […]

admin21.02.2020

ვიდეო – ვანო მერაბიშვილი: გადამაფარეს და ისე წამიყვანეს ციხის საკნიდან ღამე, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან

პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი იხსენებს, თუ როგორ გაიყვანეს ციხის საკნიდან „გადაფარებულ“ მდგომარეობაში და როგორ მიიყვანეს იმჟამინდელ გენერალურ პროკურორთან, ფარცხალაძესთან. „მთავარ არხთან“ ინტერვიუში სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ მას საქართველოდან თავისუფლად გაშვებას და „მოპარული ფულის“ გატანას ჰპირდებოდნენ. „მე ვარ გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა მე გამიყვანეს […]

admin21.02.2020

მაიკ პომპეო: „აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას, – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. პომპეოს განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა […]

admin20.02.2020