საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 აპრილს პარიზი-თბილისის ავიარეისი, 18 აპრილს – თელავივი-თბილისის რეისი, 21 აპრილს – რომი-თბილისი რეისი შესრულდება. აღნიშნულ რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს. „ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო […]