გიორგი გახარია: „ვინმეს თუ დახმარების სურვილი აქვს, ნებართვა არ სჭირდება რეისს ევროპიდან საქართველოში, საჭიროა, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ნახევარ საათში“
ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ. გახარიას თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილები პოლიტიკური სპეკულირებაა. „ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების […]