Tuesday, 13 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▲
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

საქართველოში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება.

admin03.04.2020

საქართველოს განათლების სამინისტრომ საქმისწარმოების განსხვავებული წესი დაამტკიცა

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge. წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 […]

admin02.04.2020

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე იტესტება საქართველოში, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ […]

admin02.04.2020

ეკატერინე ტიკარაძე: „კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს და გაიარონ კონსულტაციები“

კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი, როგორც ექიმთან, ასევე სტანციონარში, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დისტანციურ სერვისებში თბილისში უკვე ჩართულია ოთხი კლინიკა და ისინი წარმატებით მუშაობენ. „დამატებული არის 21 კლინიკა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით […]

admin02.04.2020

ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული […]

admin02.04.2020

გიორგი გახარია: „ვინმეს თუ დახმარების სურვილი აქვს, ნებართვა არ სჭირდება რეისს ევროპიდან საქართველოში, საჭიროა, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ნახევარ საათში“

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ. გახარიას თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილები პოლიტიკური სპეკულირებაა. „ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების […]

admin02.04.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 130 ადამიანს დაუდასტურდა, 23 – უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირება 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

admin02.04.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ; მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო […]

admin01.04.2020

ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა. მინისტრი საგუშაგოებზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური ადგილზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ქალაქ გორის შესასვლელში […]

admin01.04.2020

დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს  შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, […]

admin01.04.2020