თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა. სასწრაფო დახმარების პრესსამსახური ინფორმაციით, ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის და „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან გადაყვანილი, მესამე მუშა კი მსუბუქად არის დაშავებული. „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის განცხადებით, ფონდის დაკვეთით, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ინსი“ ახორციელებდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის 54 […]