თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, დაახლოებით, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, ასფალტის საფარის ბოლო ფენა უკვე დაიგო. „ამჟამად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ველობილიკები ეწყობა. ასევე, ტროტუარებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ბუნებრივი ქვით მოპირკეთება ხდება. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაციაც, რაშიც ჩართულია ირაკლი […]