კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ათი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება. „დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო […]