Sunday, 30 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი დღემდე 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

admin02.07.2020

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა. ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მის წინააღმდეგ კი არც ერთი დეპუტატი არ წასულა. ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას კი მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. დოდო შონავას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, თუმცა, კენჭისყრაზე კვორუმი 76 დეპუტატი იყო, […]

admin01.07.2020

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევენების სამაგალითოდ ჩატარებაა“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბაარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევენების სამაგალითოდ ჩატარებაა. ,,როგორც აქამდე, მე […]

admin01.07.2020

თბილისის მერია განსაზღვრავს ადგილებს, სადაც მეწარმეებს ამტვერებადი და აალებადი მასალების წარმოება-დამუშავება და რეალიზაცია-განთავსება შეეძლებათ

ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან ასევე, განისაზღვრება მსგავსი მასალების დამუშავების წესი. „ჩვენი ქალაქისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ პრობლემურია, რომლის გამომწვევი ფაქტორები არის: ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე […]

admin01.07.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2809 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 229.

admin01.07.2020

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ. (ჯამში 250 ლარი თვეში) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. 2016 წლიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან […]

admin30.06.2020

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შეიარაღების მოდერნიზაციას, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკაზე ორიენტირებული წვრთნების ზრდას, საჰაერო თავდაცვისა და […]

admin30.06.2020

დავით ზალკალიანი: „ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული“

ვ ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ფრენაა დანიშნული, კერძოდ, ვენაში, ამსტერდამსა და ბერლინში. „საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირთან. ჩვენ სპეცრეისი განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ. ასევე,  ადგილზე […]

admin30.06.2020

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.   საგრანტო პროგრამა  სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.  ჯამში, 15 პროექტი  […]

admin30.06.2020

ევროკავშირი: ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ

ევროკავშირი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

admin30.06.2020