საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს. ქვეყანაში კორონავირუსი 928 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.