გიორგი გახარია: „ქართლი ტექსტილი“ 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი, რომ მართლაც, დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალ საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავრობის საზრუნავი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. […]