ევროპის საბჭოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გამოცდილებას უზიარებენ
ევროპის საბჭოს (Council of Europe) ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივითა და ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და მთავრობის […]