საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა
საქართველომ, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა – ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი […]