გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, ბაზრობებზე კი რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, ბაზრობებზე კი რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება. გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის იმ სოფლების შესასვლელებთან, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, შესვლა-გასვლისას მოქალაქეები ტემპერატურის შემოწმებას გაივლიან. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ. ამასთან, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება თერმოსკრინინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, […]