პრემიერ მინისტრმა ონში, სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ონში, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა. მთავრობის მეთაური შტაბის წევრებს მას შემდეგ შეხვდა, რაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერ მინისტრი იმყოფებოდა სოფელ ღებში, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია […]