პროფესიული განათლების კუთხით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ ითანამშრომლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი. თამარ ქიტიაშვილი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გავაფორმეთ მემორანდუმი ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან. ამ ორგანიზაციამ თავის ბაზაზე შექმნა სერვისები ბიზნეს სუბიექტებისათვის, რათა მათ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის […]