ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ […]