საგარეო უწყება განმარტავს, რომ თბილისიდან მინსკში გუშინ სამთავრობო თვითმფრინავით ელჩი გაემგზავრა
ბელარუსში საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საგარეო უწყება აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა საქართველოს ელჩის მყისიერი დაბრუნება მინსკში და იქედან გამომდინარე, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, ის სამთავრობო თვითმფრინავით გაემგზავრა. „ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელარუსის […]