თბილისს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე დღეში კიდევ ორი საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობებს ჩაიბარებს. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო მითითებები მისცა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში აშენებული N101 ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი. მოწყობილია, როგორც შიდა, ისე გარე […]