კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება – ეს არც ჩემია, არც თქვენი
თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას ავალებს, დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განახორციელონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში მსგავსი ფაქტები გახშირდა, რასაც მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვება. „ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას […]