საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის […]