არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, – ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი […]