გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში ჩეხ კოლეგას შეხვდა
ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება ნატოში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. […]