ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52-ში მდებარე შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს
ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ჩუბინაშვილის 52 / კონსტიტუციის ქუჩის 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში შეჭრილ, იძულებით გადაადგილებულ და ასეთი სტატუსის არმქონე სხვა პირებს გამგეობა კერძო საკუთრების დატოვებას და სანაცვლოდ, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შენობაში შეჭრილი ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, თავის დროზე დაკმაყოფილებულები არიან […]