ამირან გამყრელიძე: არსებული პროგნოზით, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა და 10-დან 77-ის ფარგლებში დღიური შემთხვევა გვექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება, ახალი შემთხვევებისა და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. გამყრელიძე კვლავ ამახვილებს ყურადღებას რეგულაციების დაცვაზე, მათ შორის პირბადის ტარებაზე. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75-დან 95 პროცენტამდე თუ გაიზრდება, […]