ეკონომიკის მინისტრი „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია. მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, […]