ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 150-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ბუნებრივ ფორმატში აღსადგენად სრულ მზადყოფნაშია. სკოლა ზედმიწევნით იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს და აკმაყოფილებს […]