16 თებერვლის მდგომარეობით, თბილისში კორონავირუსის 328, იმერეთში – 138, გურიაში – 55 შემთხვევა გამოვლინდა
16 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 328, იმერეთში – 138, გურიაში – 55. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით განაწილება შემდეგია: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – […]