სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიშობს, რომ ქვეყანაში დღითიდღე მზარდ პოლარიზაციას, დაძაბულობას და დაპირისპირებას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა. გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეხვედრა ჰქონდა უცხო ქვეყნების ელჩებთან და მათთან ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული […]