საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა, – აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც გაზრდილია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. შესაბამისად, აუცილებელია, პირბადე, რომელიც სოციალურ დისტანციასა […]