ირაკლი ღარიბაშვილი: 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მართლაც უპრეცენდენტოა მთელს რეგიონში და ეს არ არის შემთხვევით მიღწეული შედეგი
სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, პროგნოზირებადობის ან განჭვრეტადობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, დაგეგმო შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის პროფესიას, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა […]