Friday, 28 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

თეა წულუკიანი: „ახალგაზრდული ბანაკები განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი გახდება“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შესახებ ისაუბრა. „ჩვენ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან გადმოგვეცა ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის როლიც საჭიროებს სერიოზულ გადააზრებას და ეს პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე, რათა არ ისმოდეს მუდმივად წუხილი იმის შესახებ, რომ ეს სააგენტო ახალგაზრდობის ერთ კონკრეტულ ჯგუფს ემსახურება, მისთვის […]

admin03.12.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის მეთაურმა მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს მიერ არის […]

admin03.12.2021

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად კი უმრავლესობის წევრები – გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე აირჩეს. გიორგი ტყემალაძე მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებით გახდა. სხდომას 43 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ისინი ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს […]

admin03.12.2021

ლიბერთის გენერალური პარტნიორობით ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გაიმართება

Future Agro Challenge-ს მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს მასპინძლობს. „ლიბერთის სტატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ არაერთ სიახლესთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების და მათი […]

admin03.12.2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა […]

admin03.12.2021

მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში გამართული ინფრასტრუქტურის, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე. „თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. […]

admin01.12.2021

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები და საოპერაციო ინსტრუქცია გამოაქვეყნა. საქართველოში, პირველი დეკემბრიდან, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და […]

admin01.12.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ასევე შეაჯამონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციისთვის. […]

admin30.11.2021

დავით ზალკალიანი: სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ, ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა

ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას […]

admin30.11.2021

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილს, დენის შმიგალს და ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმში ასოცირებული ტრიოს ლიდერების შეხვედრას პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი ნაბიჯი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, […]

admin30.11.2021