ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ
საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. „თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, […]