საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა
20-21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ვირტუალურ ფორმატში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი ხელაშვილმა ასამბლეის მსვლელობის განმავლობაში, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით გამწვავებული ეკონომიკური სირთულეების გარშემო, ასევე, ხაზი გაუსვა ხელისუფლების ეფექტურ საქმიანობას […]