უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების მაღალი სისწრაფის გათვალისწინებით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინირებულ პირებში „ომიკრონი“, ისევე, როგორც „დელტა“ შტამი მსუბუქად […]